შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია, ჩვენი!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში”.

პაპუაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

“რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა.

რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს.

ჩვენი ბრალია, ჩვენი!” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური...

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის...