შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, პოლონელი ექიმები ყველაფერს ადგილზე გაეცნობიან და მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კვლევებს ჩაუტარებენ.

„ხელისუფლებას არ ესმის დამოუკიდებელი საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის და მაშინ ევროპა თვითონ აგზავნის ექსპერტებს. ბრძოლაა ხომ ხედავთ და რა შედეგს გამოიტანს პოლონელი ექიმების ჩამოსვლა, ვნახოთ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს,...

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული. საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ...