სავალან მირზოევი: პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ არასდროს ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასე მაღალ დონეზე, ორივე მხარე მაქსიმალურად მუშაობს, რომ უფრო გაძლიერდეს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩატარდა უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა განაცხადა.

როგორც სავალან მირზოევმა აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

,,შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასე მაღალ დონეზე, როგორც დღეს, ორივე მხარე მაქსიმალურად მუშაობს, რომ უფრო განვითარდეთ, გაძლიერდეს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები.

პარლამენტის დელეგაცია ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესიაზე აგრძელებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა. პატივი მიაგო ჰეიდარ ალიევს და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე,”- განაცხადა სავალან მირზოევმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...