საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, რომელიც უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში

საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტმა შარშან, 2024 წლის ივნისში დაამტკიცა.

უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საფრანგეთში უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში. აძლიერებს ჩარევის ოპერაციების მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინაქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ.

კანონი უცხოური ჩარევის შემთხვევაში, კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. რეგულაცია ასევე გულისხმობს ჯარიმების გაზრდას საკუთრებაზე ან ადამიანებზე თავდასხმისთვის, თუ დანაშაული „უცხოური სუბიექტის ინტერესების მსახურების მიზნით“ არის ჩადენილი.

დანაშაულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სასჯელი ექვს წლამდე გაიზრდება. ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით დასჯილ დანაშაულის ჩამდენს კი, უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...