სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები

სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...