საქსტატი: 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 4.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 2 732.2 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 19.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, 1 896.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან აშშ – 486.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 416.2 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 384.3 მლნ. აშშ დოლარით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას...

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის...