საქართველოს საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. სომხური მხარის განცხადებით, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...