საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება – ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

დღეს ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე – მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის. აქცენტი გაკეთდება შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც, თურქმენეთთან თანამშრომლობის ფარგლებში.

პრემიერს რამდენიმე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა უკვე ჰქონდა, მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...