საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის მომავალშიც განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა – ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხრივ.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას...

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ...