ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის

ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას, რომ საქართველოში აგენტურის ადგილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე, არ არის. სანამ აგენტურა არ დასრულდება ქვეყანაში და აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს უნდა ჰყოლოდა ოპოზიცია, რომელიც როცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა. რეალურად კი, ქვეყანამ მიიღო რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც 5-ჯერ სცადა რევოლუციის მოწყობა.

“სახელმწიფო შენობებს წვავდნენ, ელჩებთან ერთად წვავდნენ. მაგას ჰქვია ელჩებთან ერთად დაწვა, როდესაც შენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს გმირად აღიარებ და ბანერით დარბიხარ. არ არის აუცილებელი ჰერჩინსკი გვენახა მოლოტოვის კოქტეილით ხელში, ფიზიკურად, რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, პარტიები, რომლებიც მოხვდნენ საკონსტიტუციო სარჩელში, თავადვე ამბობენ, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობას.

“ასეთი დამოკიდებულება, რომ აქვთ საკონსტიტუციო სარჩელს ფურცელს ეძახიან, პარლამენტს, რომ ე.წ. პარლამენტს ეძახიან და ზოგადად, როცა არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, თავიანთივე განცხადებით ამბობენ, რომ ეს იქნება ჩვენთვის ფარატინა ფურცელი. როცა სვამთ კითხვას, რატომ არის აგენტურა, იმიტომ არის აგენტურა, რომ როდესაც პოლიტიკაში ხარ ადამიანი, მანდატდახეული ამბობს, რომ ფურცელია მხოლოდ ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცხადებული. ეს არის კონსტიტუციურ წყობილებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას...

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ...