საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა “ევრობასკეტზე“ ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევრობასკეტის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულზე შექმნილი პრობლემების გამო გამოტოვა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 30 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 16:00 საათზე გამართავს.

“ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...