საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს დღეიდან უმასპინძლებს

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.

ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

„ბაკურიანი 2025″-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

„ბაკურიან 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო(სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი(ბიატლონი).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის დღევანდელ მორიგ მარშს- საქართველო ამის გარეშე, იმის გარეშე...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის დღევანდელ აქციას ეხმიანება. ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილის სტატუსს აზიარებს, რომელშიც ის ნიკა გვარამიას მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვას უსვამს...