რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა. ინფორმაციას რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ავრცელებს.

„ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.

სერვისში შედის:

ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.

ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი“ – აცხადებენ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა...

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ...