რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მრევლს პონტიფიკოსმა განუცხადა, რომ მოვლენებს „დიდი წუხილით აკვირდება“.

„ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო მათ [ისრაელსა და ირანს] პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ“, – დასძინა რომის პაპმა.

„უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა ხდებოდეს, რათა დაისადგუროს მდგრადმა მშვიდობამ, რომელიც სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა ლეო XIV.

„არავინ არავის არსებობით არ უნდა ემუქრებოდეს“, – თქვა რომის პაპმა. „ყველა ქვეყნის ვალია – მშვიდობის საქმის მხარდაჭერა, შერიგების გზების ინიციირებითა და იმ გადაწყვეტილებების წინ წაწევით, რომელიც უსაფრთხოებისა და ყველასთვის ღირსებით გარანტორი იქნება“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...