რობერტ ფიცო: კაია კალასი უნდა შევცვალოთ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ta3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელმა საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, უნდა შეცვალოს.

მისი თქმით, ევროპა საერთაშორისო კრიზისის შუაგულშია, რეაგირებას კი ვერ ახერხებს.

„ჩვენ საერთაშორისო კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით, ევროპა კი რეაგირებას ვერ ახერხებს. არ გვაქვს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ამას პირველად და ხმამაღლა ვიტყვი: ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონი კალასი,“ – განაცხადა რობერტ ფიცომ.

https://x.com/robertficosvk/status/2010385447449723210?s=46

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...