რობერტ კენედი უმცროსის განცხადებით, უკრაინამ ომში 350 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საომარ მოქმედებებში დაახლოებით 350 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა ამ მონაცემებს მალავს. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, დანაკარგზე იტყუებიან როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში.

„ნეოკონსერვატორები თეთრ სახლში ამ ომს ათი წლის განმავლობაში პროვოცირებდნენ“, – განაცხადა კენედი უმცროსმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...