Reuters: ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს

უკრაინამ უარი თქვა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთთან ომის დასრულების მიზნით კომპრომისს წარმოადგენს, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წინ.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გარდატეხაა უკრაინისთვის, რომელიც იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, რომელსაც რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის საშუალებად განიხილავდა. ალიანსში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმა, ასევე შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა, კიევი ჯერჯერობით მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა.

https://www.reuters.com/world/europe/zelenskiy-demands-dignified-peace-us-ukraine-officials-meet-berlin-2025-12-14/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...