რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა

რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს?

იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, – წერს იონათამიშვილი.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს. „ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ,...