„რამდენი სადღეგრძელოც არ უნდა თქვას ღარიბაშვილმა ან სხვამ, რეალურად საქმით ისინი გვაშორებენ დასავლეთს და რუსეთთან გვტოვებენ“ – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ რეიკიავიკის სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უბრალო ბაქიბუქის, საკუთარი თავის აბსურდული ქების, ტყუილებისა და ზოგადი სადღეგრძელოების გარდა, არცერთი ეფექტური არგუმენტი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მოუყვანია ღარიბაშვილს.

„ეს არის ქართული ოცნების მხრიდან პროპაგანდის მცდელობა, რომ ადგილზე ამხელა ანტიდასავლური კამპანიის ფონზე მაინც გადმოაგდონ მარცვალი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც უნდა, რომ დაინახოს პროევროპული არჩევანი ქართულ ოცნებაში სხვადადასხვა საბაბით.

ისინი მათ მოტყუებას ცდილობენ, რომ ბოლომდე არ გადაუხვევიათ დასავლური გზიდან, თუმცა სიმართლე ძალიან მწარეა – რამდენი სადღეგრძელოც არ უნდა თქვას პერიოდულად ღარიბაშვილმა ან ივანიშვილის რეჟიმის სხვა რომელიმე წარმომადგენელმა, საქმით ისინი გვაშორებენ დასავლეთს და მარტოებს გვტოვებენ რუსეთის პირისპირ“ – თქვა გიგა ბოკერიამ

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...