“ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი – გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ” – იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს

ყვე­ლა­ფერს ვფი­ცავ, არა­ვის არა­ფერ­ში ხელს არ შე­ვუშ­ლი, – ამის შე­სა­ხებ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა იუ­მო­რის­ტმა ონი­სე ცხა­და­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან მო­სა­მარ­თლეს გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა სთხო­ვა.

“არა­ნა­ირ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს მი­მი­ღია. შე­მიძ­ლია ვინც გინ­დათ და­ვი­ფი­ცო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემს ძმას და­ვი­ფი­ცებ. ყო­ველ­თვის მხო­ლოდ ჩემს ქმე­დე­ბებ­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და არა­ვი­ნაა ჩემი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, არა­ნა­ირ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე ხელი არ მი­მიწ­ვდე­ბა, პი­რო­ბას ვდებ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მი­მალ­ვას არ ვა­პი­რებ, არ­სად წა­სას­ვლე­ლი არ მაქვს, რომ მქონ­დეს აქამ­დე წა­ვი­დო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებ. ყვე­ლა­ფერს ვფი­ცავ, არა­ვის არა­ფერ­ში ხელს არ შე­ვუშ­ლი. გთხოვთ, გი­რაო შე­მი­ფარ­დოთ და ყვე­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში იგი­ვე­ნა­ი­რად მო­იქ­ცეთ“, – გა­ნა­ცხა­და ცხა­და­ძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო. კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე...