ყოფილი ევროპარლამენტარი რობ როოსი: NGO – ეს არის ყველაზე დიდი აფერა. არანაირი შემოწმება, არანაირი ბალანსი, არანაირი ზედამხედველობა. უბრალოდ უკონტროლო ძალაუფლება, შენიღბული როგორც „სამოქალაქო საზოგადოება“

ყოფილი ევროდეპუტატი ნიდერლანდებიდან რობ როოსი სოციალურ ქსელ X-ში არასამთავრობო სექტორის საქმიანობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ NGO-სექტორი არის ყველაზე დიდი აფერა.

„NGO – ეს არის ყველაზე დიდი აფერა, რომელსაც თვალს ვადევნებთ. NGO – ეს არის მთავრობების მარიონეტი, რომელიც ფინანსდება იმ პროგრამების განხორციელებისთვის, რის გაკეთებაც სახელმწიფოს მოსახლეობის ნების გვერდის ავლით ლეგალურად არ შეუძლია. არანაირი შემოწმება, არანაირი ბალანსი, არანაირი ზედამხედველობა. უბრალოდ უკონტროლო ძალაუფლება, შენიღბული როგორც „სამოქალაქო საზოგადოება“, – დაწერა მან.

ყოფილმა კანონმდებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროკომისიამ მილიარდობით დოლარით დააფინანსა არასამთავრობო სექტორი, რათა გვერდი აუაროს დემოკრატიას და ყოველ დღე იქადაგოს „კანონის უზენაესობა“ და „ევროპული ღირებულებები“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...