პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა. აღნიშნულის თაობაზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოჭორიშვილს დიპლომატიურ სამსახურში ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს.

„20 წელიწადზე მეტის ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას დიდი წარმატებით ახორციელებდა. 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მისმა საქმიანობამ დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს წარმატებაში. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონი მაკას საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია....

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ,...