პრემიერი: რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც კი ვერ ჩნდებიან, თან ამტკიცებენ, თითქოს მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ, ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდში არიან შესული

იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.

„გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტრამპი: ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო ისინი? ეს არის ერთადერთი...

ირანზე დაანონსებული იერიში არ განხორციელდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, ის ჯერ ისევ განიხილავს, ირანთან შეთანხმების მიღწევას, შეეცადოს თუ უფრო მკაცრი...