ფოთში ტრაილერის მძღოლები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიების გაუქმებას ითხოვენ

ფოთში, ტრაილერების მძღოლები აქციას მართავენ. როგორც თავად მძღოლები აცხადებენ, მიზეზი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიებიდან შემოთავაზებული დაბალი ტარიფებია.

მძღოლები საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, გაუქმდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიები. დღეს ტრაილერების მძღოლებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე შეხვდა, მათი პოზიციები მოისმინა და აღნიშნულ საკითხში გარკვევას დაჰპირდა.

ტრაილერების მძღოლების განცადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...