Politico: საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაში მონაწილეობას არ მიიღებს

საფრანგეთი არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ინიციატივაში, რომელიც უკრაინისთვის ევროპელების ხარჯზე აშშ-გან იარაღის შესყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპელებმა საკუთარი შეიარაღების წარმოება უნდა წაახალისონ, იყიდონ რა ის ევროპელი მწარმოებლებისგან.

„ამის გამო პარიზი აშშ-ის იარაღის შესყიდვის ინიციატივას არ შეუერთდება“, – წერს Politico.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...