4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Politico: ტრამპის გუნდის წევრებმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის ოთხმა მაღალჩინოსანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ტრამპის გუნდის წევრები შეხვდნენ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს და ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიის მაღალი თანამდებობის პირებს.

საუბრის მთავარი თემა იყო, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების სწრაფად გამართვა.

„ტრამპის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ზელენსკი ომით გამოწვეული დაღლილობისა და მზარდ კორუფციასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების გამო ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

მიუხედავად იმისა, ტრამპის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ახალ არჩევნებში ზელენსკი დამარცხდება, Politico-ს მტკიცებით, სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვები მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ზელენსკის უკრაინელთა 44% უჭერს მხარს, მას 20%-ით უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი ჩამორჩება. პოროშენკოს, რომელსაც „შოკოლადის მეფედ“ მოიხსენიებენ, 10-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ტიმოშენკოს რეიტინგი 5,7% შეადგენს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.