პესკოვი: პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მალე პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი...

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. მიმდინარე კვირიდან საქმე ახსნა განმარტების...