პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ყვარელში იმართება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალმატის, შილდისა და საბუეს მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

“ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ მშვიდობიანი განვითარების პირობებში, ყველა დასახული მიზნისა და პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ სოფლებში, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოსახლეობამ მოსაგვარებელი საკითხები წამოჭრა, რასაც მორიგი პროექტების ნუსხაში გავითვალისწინებთ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...