ორბანი: ჩვენ ევროპის მთავარ ქუჩაზე დავბრუნდით. ჩვენ – ახალი მეინსტრიმი ვართ

ჩვენ ევროპის მთავარ ქუჩაზე დავბრუნდით. ჩვენ – ახალი მეინსტრიმი ვართ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს.

ეს განცხადება ორბანმა აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ტრამპმა, მას შემდეგ, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა, უკვე გადადგა სწორი ნაბიჯები, მაგალითად, მან განაცხადა, რომ მამა არის კაცი, ხოლო დედა – ქალი.

ინტერვიუში ობრანი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „უკრაინელები ცდილობენ გადაგვეკიდონ“. მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ნავთობისა და გაზის ტრანზიტი აკრძალა.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამით უკრაინელები ენერგომატარებლებზე ფასის ზრდას უწყობენ ხელს. „უკრაინელებს ჩვენი გადაკიდება რომ არ სდომებოდათ, ენერგომატარებლებზე ასეთი ფასები არ იქნებოდა, ხოლო ბენზინი ასეთი ძვირი არ იქნებოდა“, – დასძინა ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი...

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. მიმდინარე კვირიდან საქმე ახსნა განმარტების...