ოლაფ შოლცი – უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია

უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მსგავსი დებატები უადგილო და ნაადრევია. ეს იმის დაშვებაა, რომ უკრაინა რუსეთისგან თავისი ტერიტორიის ნაწილს ვერ დაიბრუნებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინელების მონაწილეობის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.

„პირველ რიგში, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს რეალური მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის გაგება, თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის დღევანდელ მორიგ მარშს- საქართველო ამის გარეშე, იმის გარეშე...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის დღევანდელ აქციას ეხმიანება. ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილის სტატუსს აზიარებს, რომელშიც ის ნიკა გვარამიას მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვას უსვამს...