ნონა ქურდოვანიძე საია-ს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

საია-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს. ამის შესახებგანცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნონა ქურდოვანიძე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოლო ვადით უხელმძღვანელებს საია-ს.

„ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის წევრებიდან აირჩევა.

ამ რთულ პერიოდში ნონას, ჩვენს გუნდსა და ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებთ!

ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე....

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს...