ნინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა

ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა 9აპრილის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებზე.

ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე შეკრებულ აქციის მონაწილეებზე ამბობს, ვინ მისცა მათ უფლება საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა აუკრძალონ.

“ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ან რატომ გაათენეს სანთლებით ხელში, ეს ხომ ფარსია, რაც დღეს დაამტკიცეს კიდეც, შექმნეს აურზაური, როცა ხელისუფლება გამოჩნდა. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” აგრესიაზე პასუხს რომ არ ღებულობენ, თუმცა თმენაც არის და თმენაც, ნუ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას.”- წერს ნინო ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...