ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაერო-ს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით.

ნიკოლოზ სამხარაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე...

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი...