NBC News: Gallup-ის კვლევის თანახმად, ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ეს რიცხვი ზრდასრულთა შორის 30 წელში 10%-ს გადააჭარბებს

ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. ამის შესახებ Gallup-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით NBC News-ი იტყობინება.

2012 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. Gallup-ის წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის თაობის (18-26 წლის) ქალების თითქმის 30% თავს ლგბტქ+ საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მათ შორის 20,7% თავს ბისექსუალს უწოდებს, 5,4% – კი ლესბოსელს.

ზოგადად, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად თავს ქალების 8,5% და კაცების 4,7% მიიჩნევენ. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/- 4 პროცენტია. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ ჯგუფს ბისექსუალები (57,3%) შეადგენენ, შემდეგ მოდიან გეები (18,1%), ლესბოსელები (15,1%) და ტრანსგენდერები (11,8%).

Gallup-ის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობებს შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად იდენტიფიცირების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია. „თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა რიცხვი ზრდასრულ ამერიკელებს შორის უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში 10%-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ Gallup-ში

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...