მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.

„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფეტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“
https://www.wipo.int/gii-ranking/en/indicators/112

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“,...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და სრულად იზიარებს მის პოზიციას. ამასთან,...