“მრცხვენია, როცა ჩემზე ლაპარაკობენ” – ავთო გვასალია: ბლიც – ინტერვიუ საკუთარ თავთან

ავთო გვასალია არის ჟურნალისტი და გახლავთ აფხაზეთის მხრიდან:

მაღიზიანებს–  ყველაფერი ყალბი;

ვგრძნობ– არსებობას;

მეშინია– მარტოობის;

ვიცი– ცოტა;

არ ვიცი– ბევრი;

შემიძლია– ვიყო გულწრფელი;

არ შემიძლია– თავის მოკვლა;

ვმეგობრობ– ცოტასთა;

ვაპატიებ– ბევრჯერ;

ვტირი– იშვიათად;

ვიცინი– ხმამაღლა;

ვეძებ– მთავარს ცხოვრებაში;

ღირსი ვარ– მემგონი ეს სხვამ უნდა გადაწყვიტოს;

ვჩხუბობ– როცა მშია;

ვკარგავ– ნდობას, როცა იტყუებიან;

მშურს– რატომ უნდა მშურდეს?!

ვემალები– მზეს;

ვემტერები– ჩემს თავს, როცა ვერ ვაკონტროლებ;

მაინტერესებს– სად მთავრდება სამყარო. ან იწყება თუ არა სადმე…

არ მაინტერესებს– ფეხბურთი;

მახსოვს– პირველი დღე სკოლაში;

მრცხვენია– როცა ჩემზე ლაპარაკობენ;

ვავადმყოფობ– შემოდგომაზე;

ვმალავ – …და ვერ ვიტყვი;

ვინახავ– ნივთებს, რომელიც მახსენებს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს;

მწამს–  მთავარი გრძნობის – სიყვარულის ;

მიკვირს– როცა ვერ მიგებენ;

მიხარია– როცა ვისვენებ;

ვჭორაობ– ტაქსის მძღოლებთან;

ვდარდობ– როცა რაღაც არ გამომდის;

ვამაყობ– ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ– იმას, რაც მიყვარს;

ვეფერები– პატარებს და დედას;

მსიამოვნებს– როცა წვიმს;

მესიზმრება– ხშირად, რომ ვერ ვლაპარაკობ;

ვეხმარები– მოხუცებს;

ვეწევი– 5 ღერს დღეში;

მწყინს– მხოლოდ იმისგან ვინც მიყვარს;

ვხარჯავ– დიდ ენერგიას როცა საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა;

ვღალატობ– საკუთარ თავს, როცა პირობას არ ვასრულებ;

ვკამათობ– მხოლოდ მასთან, ვისაც ეს შეუძლია;

ვუხეშობ– როცა ამის მიზეზს მაძლევენ;

ვუსმენ– დის რჩევას და კრიტიკას;

ვყოყმანობ– მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს;

ვკითხულობ– ზამთარის და ზაფხულის შვებულების დროს;

ვამზადებ– საკუთარ თავს ყოველდღიურად;

ვუყურებ– ერთი და იგივე ფილმს ბევრჯერ (თუ ძალიან მომწონს);

ვკლავ– ნეგატიურ ემოციას;

ვაფუჭებ– როცა იმას ვკიდებ ხელს რაც არ მესმის;

ვცხოვრობ– თითქმის ისე როგორც მინდა რომ ვიცხოვრო;

ვცემ– განსაკუთრებულ პატივს დედას;

ვყვირი– იშვიათად;

ვმღერი– სახლში;

ვასრულებ– დაწყებულ საქმეს;

დავდივარ– ფეხით, მეტროთი და ავტობუსით;

ვმკურნალობ– ჩემი მეთოდებით;

ვერიდები– კონფლიქტურ ადამიანებს;

ვთამაშობ– ბავშვებთან;

ვიტყუები– როცა თავიდან მინდა ავირიდო რაღაც საქმე;

ვეთაყვანები– არავის. ეს სიტყვა არ მიყვარს;

ვგიჟდები– ჩემს საქმეზე;

მიყვარს– ოჯახი, მეგობრები…

ვოცნებობ– რომ მივაღწიო ჩემს მიზნებს;

ვფიქრობ– ყველაფერი კარგად იქნება;

მძულს– ზურგს უკან მოლაპარაკე ხალხი;

ვნანობ– რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან, ვისთანაც შემეძლო ყოფნა;

კმაყოფილი ვარ– იშვიათად;

მენატრება– სკოლა;

მსურს– უჰ! ბევრი რამ.. .

ვაგროვებ– მინდა ვაგროვებდე ფულს;

ვიხდი– მადლობას და ბოდიშს;

ვეჭვიანობ– ახლო ადამიანებზე;

„ვკაიფობ“– ცხოვრებით;

ვიზიდავ– არ ვიცი რას ან ვის;

ვალამაზებ– ჩემს ირგვლივ არსებულ სივრცეს.

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ფოტო: ალექსანდრე სხულუხი

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...