მოლდოვის პრემიერი: კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით საქართველოსა და უკრაინას ჩამოვრჩებით

კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განუცხადა.

„არსებული ინფორმაციით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით ჩამოვრჩებით როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. საქართველომ და უკრაინამ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყეს. მათ ჰყავდათ მთავრობები, რომლებმაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტად აქციეს. იძულებულები ვართ, დავეწიოთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა მოლდოვის მთავრობის მეთაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...