მოლდოვაში 2024 წლის მშპ-ს ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-იდან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა

მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ქვეყნის სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ის ყველაზე მაღალი ზრდა მოლდოვაში 2021 წელს დაფიქსირდა. მაშინ ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 14% გაიზარდა. უკრაინაში ომის დაწყების წელს მოლდოვის ეკონომიკის მაჩვენებელმა -5% შეადგინა. 2023 წელს მშპ 1,2% გაიზარდა.

რაც შეეხება სიღარიბეს, როგორც მედია იუწყება, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ მოვიდა, 2021 წელს მაჩვენებელი 24,5% შეადგენდა. 2024 წლისთვის სიღარიბე გაიზარდა და 33,6% შეადგინა. სიტუაცია უფრო რთულადაა სასოფლო დასახლებებში. იქ სიღარიბის მაჩვენებელი 42% აღწევს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...