„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას” – ამ ლოზუნგით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას” – ამ ლოზუნგით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას”- ამ ლოზუნგით დღეს, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...