მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განსაკუთრებით ღირებულია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის დამყარებაზე, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყნის მეთაურმა ასამბლეის ტრიბუნიდან, წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემის – ნდობის აღდგენის კონტექსტში, აფხაზ და ოს თანამოძმეებსაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას...

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ...