მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...