მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ.

ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები — სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა.

ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ.

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას! – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...