მიხეილ ყაველაშვილი: გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...