უკრაინის მეტალურგიული წარმოების დაახლოებით 90% გაჩერდა. ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
რუსული დარტყმების შედეგად, ფოლადის წარმოების დაახლოებით 90% შეჩერებულია. კიევს 5-7 მილიარდი დოლარის ოდენობის სავალუტო დანაკარგი ემუქრება და ბიუჯეტის შემოსავლების კლება 30-40 მილიარდი გრივნით. რკინის მადნის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა წელიწადში დამატებით 1 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.
კრიზისი სცდება მეტალურგიის ფარგლებს: ამ სექტორში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს 7,5 – 8 სამუშაო ადგილს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებში. სამრეწველო ქალაქები აწყდებიან საგადასახადო შემოსავლების კლებას, საწარმოების გაჩერებასა და უმუშევრობის ზრდას.









![ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/06/gvaramia-100x70.png)