მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.

„სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ლე პენის აზრით, ევროკავშირმა, თავისი 27 წევრი სახელმწიფოთი, მიიღო გაერთიანებული სამეფოზე უარესი პირობები.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი და შეთანხმებას „კატასტროფას“ უწოდებს.

„ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია… კატასტროფა… ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა… ცუდად შეთანხმებული“, – წერს ვერჰოფსტადტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: „ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის პასუხად, ალეკო ელისაშვილის „ქმედება რამდენად უნდა შეერაცხოს პარტიას და იყო...