მარიამ გრიგოლიშვილი: შიდა ქართლში ახალგაზრდების ძირითადი საჭიროებაა მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაცვალონ იდეები და მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ პროექტები, რომლებიც შემდგომში უნდა აისახოს მუნიციპალურ ბიუჯეტებში

რიგით მეექვსე რეგიონულ ტურნეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გორში მასპინძლობს. დღეს დიალოგი მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და შიდა ქართლის ახალგაზრდებს შორის გაიმართა. სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველი საბჭოს წევრები შეხვდნენ, მათ შორის იყო მარიამ გრიგოლიშვილიც.

გრიგოლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შიდა ქართლელი ახალგაზრდების ძირითადი საჭიროება, მუნიციპალიტეტში მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა იყო, რათა მათ ჰქონდეთ შეკრებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობა.

„გამოიკვეთა ახალგაზრდების ის ძირითადი საჭიროება, რაც გახლავთ უფრო მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა მუნიციპალიტეტებში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიკრიბონ, გაცვალონ იდეები ერთმანეთში და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ ის ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც შემდგომში უნდა აისახოს მუნიციპალურ ბიუჯეტებში,“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. მისი თქმით, ევროპასა და...