მამუკა მდინარაძე – „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო

მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
“გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე.
რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო.
ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.
რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება.
მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს.”- წერს მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს. „ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ,...