მამუკა მდინარაძე: არც ერთ ევროპულ ქვეყანას ცესკოს დაკომპლექტების წესის ანალოგიური სტანდარტი არ აქვს და რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში, რატომ არის საქართველოში მისაღები, ამის არგუმენტაციის წარმოდგენა ნებისმიერს გაუჭირდება

მგონია, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა ამაზე წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ვარაუდია, რომ შესაძლებელია გამოიყენოს ვეტო, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პრაქტიკა, მოქმედი, რომელიც არ აქვს არც ერთ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროში. არსად დღეს მოქმედი წესი არ მუშაობს. არც ერთ ევროპულ ქვეყანას ცესკოს დაკომპლექტების წესის ანალოგიური სტანდარტი არ აქვს და რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში, რატომ არის საქართველოში მისაღები, ამის არგუმენტაციის წარმოდგენა ნებისმიერს გაუჭირდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონზე ვეტოს დასადებად, დრო ხვალ საღამომდე აქვს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...