მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს: ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა დღეს ხმათა უმრავლესობით რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....