ლომჯარია, გეგუჩაძე და სხვა რადიკალები მადლობას უხდიან გერმანიის საგარეო უწყებას ქართველი ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების შემოღებასთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

აღნიშნულ პოსტს ქართველი რადიკალების მხრიდან სამადლობელი კომენტარები მოჰყვა.

მარიამ გეგუჩაძე, ნინო ლომჯარია, მარიკა მიქიაშვილი და სხვები მადლობას უხდიან უწყებას მხარდაჭერისთვის და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ სიაში ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნებიან.

ასევე კომენტარებში წერენ, რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვები კარგია, მაგრამ არა საკმარისი და რომ ფინანსური სანქციები ყველაზე ეფექტური გზაა ხელისუფლების დასამხობად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას-...

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი...